Пользовательского поиска

Wednesday, August 27, 2014

უკომენტაროდ! შოკისმომგვრელი სანახაობა იხილეს ექიმებმა, როცა საავადმყოფოში პაციენტი მიიყვანეს, მაგრამ ყველაზე დიდი სასწაული ის არის, რომ ის ისევ აგრძელებს სიცოცხლეს. ეს საშინელი შემთხვევა ჩინეთში, გუანჩის ოლქში მოხდა. 50 წლის ბატონი ჰო თავის ძველ სახლს ანგრევდა, როცა მოზრდილი რკინის წვეტიანი ნაჭერი ჩამოვარდა და თავის ქალაში ჯვარედინი მიმართულებით გაეყარა. მისი გადარჩენა ნამდვილი სასწაული იყო და პაციენტი წარმატებული ქირურგიული დახმარების შემდეგ სრული გამოჯანმრთელების მოლოდინშია. image ექიმები გაოგნებულნი დარჩნენ როცა ბატონი ჰო საავადმყოფოში მიყვანისას არა მხოლოდ ცოცხალი, არამედ სრულ გონზე იყო. ბატონი ჰო უახლოესი ქალაქის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებს სპეციალური ჯგუფის გამოძახება დასჭირდათ, ვინც რკინის ნაჭრის გადახერხვას შესძლებდა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლეს გაეგზავნათ ის კიდევ უფრო დიდ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა რამდენიმე გადაუდებელი ქირურგიული დახმარება და თავის ქალის სიღრმიდან ამოაცალეს რკინის ნაჭერი. საავადმყოფოს მედპერსონალის თქმით ბატონი ჰო თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოპერაციის წინ პაციენტს ჩაუტარდა რენდგენული გამოკვლევა, სადაც გარკვევით გამოჩნდა რკინის მდებარეობა. მან შუბლის მარჯვენა ნაწილიდან გაიარა თავის ქალაში და მარცხენა ლოყაში, ნიკაპთან ახლოს გამოვიდა. რკინის სულ უმნიშვნელო მიმართულების ცვლილებას შეეძლო გამოეწვია თვალის დაზიანება ან გაივლიდა ტვინში, რაც მის გარდაუვალ სიკვდილს გამოიწვევდა.